Eng
ქარ Рус

ფონდის პრეზიდენტი


"…კავკასია თავისი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მსოფლიოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ და რელიგიურ-კონფესიონალურ ინტერესთა გზაჯვარედინზეა. ამავე დროს, შიდა ეთნიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ და, ხშირად, ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობანი ძალზე საშიშ ფეთქებად რეგიონად აქცევს მას.

კავკასიის წინაშე ორი გზა ისახება: პირველს მივყავართ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, ეკოლოგიურ იზოლაციამდე და კატასტროფამდე. მეორე გზა აღმშენებლობითია. კავკასია ბუნებრივად ჩამოყალიბებული ერთიანი ორგანიზმია და მისი მშვიდობიანი და წარმატებული განვითარებისათვის აუცილებელია მის მხარეთა შორის მაქსიმალურად ჰარმონიული ურთიერთობების განვითარება (პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ეკოლოგიური, კულტურის ეკოლოგიისა და რელიგიური შემწყნარებლობის, "სახალხო დიპლომატიისა" და სხვა ასპექტები).
თავისთავად ცხადია, პრობლემის მთლიანობა არ გამორიცხავს, და აუცილებლადაც განსაზღვრავს, მისადმი დიფერენცირებულ მიდგომას...

რა გზას აირჩევენ ბიბლიური თარგამოსის ძეთა, "გმირთა ძლიერთა და სახელოვანთა" შორეული შთამომავლები?
კავკასიის უძველესი ცივილიზაციისა და უნიკალური ბუნების ხსნა შესაძლებელია კავკასიის ხალხთა ერთობლივი ძალისხმევითა და თანადგომით, ვინაიდან ცალ-ცალკე გადარჩენა გაჭირდება.

ჩვენ უნდა ვიღვაწოთ კავკასიის პროგრესული და ჰუმანური ძალების გასაერთიანებლად. უნდა ვიღვაწოთ მშვიდობიანი, პოლიტიკური საშუალებებით გადავწყვიტოთ ჩვენს წინაშე ობიექტურად არსებული თუ ხელოვნურად წამოჭრილი პრობლემები.

ჩვენშია ხალხთა, კულტურათა, რელიგიათა თანაარსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გამოცდილება, წინაპართა ბრძნული დიპლომატიის, ძმადნაფიცობის, ომისა და მშვიდობის, მეგობრისა თუ მტრის ღირსებათა დაფასება-აღიარებისა და, მშვიდობიანობის დამამყარებებლი კავკასიელი ქალის მანდილის მიმართ რაინდული დამოკიდებულების კოდექსი. ესაა ძირ-ძველი საერთოკავკასიური სულიერი მწვერვალები. უნდა ვისწრაფვოდეთ მათკენ. ჭეშმარიტად, გულმხურვალედ უნდა ვილოცოთ, რომ იყოს ნათელი და გვწამს, რომ ღმერთი შგვეწევა და იქნება ნათელი..."

"ფონდის" პრეზიდენტი გივი ღამბაშიძე
განცხადება

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
   
  

video  
 

video

 

 

 

 

 

 

  Rambler's Top100     Рейтинг@Mail.ru