Eng
ქარ Рус

ფონდის მიზნები

  • მონაწილეობა საერთაშორისო მოძრაობაში “მშვიდობიანი კავკასიისათვის”.

  • კავკასიის ხალხების ჰარმონიული, მშვიდობიანი ურთიერთობების განვითარებისა და თანამედროვე მსოფლიოში მოწინავე ადგილის დამკვიდრებისათვის ხელის შეწყობა.

  • კავკასიის ქვეყნების სამეცნიერო, სასწავლო, სამუზეუმო, საარქივო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრებთან ურთიერთობათა და კავკასიოლოგიურ სამეცნიერო კვლევათა განვითარებისათვის ხელის შეწყობა.

  • კავკასიის ხალხების კულტურათა და `კავკასიური ცივილიზაციის~ ფენომენის წარმოჩენა და მსოფლიოში პოპულარიზაცია.

  • მსოფლიო რეალიებისა და ცივილიზაციის თანამედროვე მიღწევებთან მიმართებაში საქართველოსა და მთელი კავკასიის გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური, ეკოლოგიური, ეთნოკულტურული და ეთნოსოციალური საკითხების სამეცნიერო კვლევათა დაგეგმვა-ჩატარება და მათთვის ხელის შეწყობა.

  • საერთაშორისო ინფორმაციულ ბანკში ჩართული რეგიონალური გამოკვლევებისათვის საჭირო ინფორმაციულ-ანალიტიკური ბაზის შექმნა.

  • მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტთა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების დაინტერესება რეგიონის პრობლემებით.

  • საერთაშორისო კავკასიოლოგიური კონგრესების, კონფერენციების, სიმპოზიუმების, სემინარებისა და შეხვედრების მოწყობა-ჩატარება და მათთვის ხელის შეწყობა.

  • კავკასიოლოგიით დაინტერესებულ მეცნიერთა, მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობის საერთო სამეცნიერო-სასწავლო პროგრამებში ჩართვა და მათთვის ხელის შეწყობა.

  • კავკასიის ქვეყნებში ქართული და საქართველოში კავკასიის ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებისათვის ხელის შეწყობა და მათში მონაწილეობა.

  • კავკასიის ქვეყნებისა და ხალხთა მშვიდობიანი თანაარსებობის, რელიგიური ურთიერთშემწყნარებლობის, კულტურათა დიალოგის, “სახალხო დიპლომატიის” განვითარებისათვის, ბუნებრივი გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვისათვის ხელის შეწყობა.

  • კულტურისა და სპორტის ეროვნულ სახეობათა სხვადასხვა დარგების შესწავლა-აღორძინება.

  • კულტურისა და სპორტის სფეროებში საერთო ღონისძიებების ჩატარება და მათთვის ხელის შეწყობა.

  • კავკასიის ქვეყნების სამეცნიერო, სასწავლო დაწესებულებებთან და შემოქმედებით კავშირებთან ერთად ფუნდამენტურ მიმართულებათა შედეგებზე პუბლიკაციების მომზადება-გამოცემა, დოკუმენტური და ისტორიულ-მხატვრული ფილმების გადაღება და მათთვის ხელის შეწყობა.

  • კავკასიოლოგიური აქტუალური იდეების, ინიციატივების, პროექტებისა და პროგრამების წარმოჩენა, განხორციელება და მათთვის ხელის შეწყობა.
განცხადება

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
   
  

video  
 

video

 

 

 

 

 

 

  Rambler's Top100     Рейтинг@Mail.ru