“კავკასიის ფონდი”
შექმნილია კავკასიის ხალხური ტრადიციების აღდგენისა და პოპულარიზაციისთვის, კავკასიის ხალხთა ჰარმონიული და მშვიდობიანი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობისთვის, სახალხო დიპლომატიის გაღრმავებისა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისთვის, სპორტის ნაციონალური სახეობების განვითარების სტიმულირებისთვის და ა.შ.
კავკასიური თემატიკის მიხედვით ფონდის მიერ ფინანსდება:
კავკასიის ხალხთა ისტორიული, ლინგვისტური, ეთნოგრაფიული, კულტურული მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევები; კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, დისპუტებში ახალგაზრდა მეცნიერთა მონაწილეობა; კონკურსების ჩატარება.
კულტურისა და ხელოვნების სფეროში – კავკასიის ხალხთა ნაციონალური სიმღერებისა და ცეკვების აღდგენა და პოპულარიზაცია, საზღვარგარეთ გასტროლების ორგანიზების ხელშეწყობა, გამოფენების და ვერნისაჟების ორგანიზება; კავკასიელ ხალხთა კულტურული ძეგლების სარესტავრაციო სამუშაოებში მონაწილეობა; კავკასიის თემატიკის მიხედვით პროგრამების დაფინანსება;
ლიტერატურისა და განათლების სფეროში – მატერიალური მხარდაჭერის აღმოჩენა კავკასიამცოდნეობის ერთობლივ სამეცნიერო და სასწავლო პროექტებში. კავკასიის სხვადასხვა პერიოდის ჰეროიკულ წარსულზე, ხალხური სიბრძნის ტრადიციებზე, დიპლომატიაზე, კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, კავკასიელ ხალხთა რელიგიურ შემწყნარებლობაზე მხატვრული ნაწარმოებების შექმნის ხელშეწყობა. ლიტერატურისა და განათლების სფეროში განსაკუთრებული ღვაწლისათვის ფონდი აწესებს ჯილდოებს, პრემიებს და სტიპენდიებს. აფინანსებს კავკასიელ სტუდენტთა სწავლას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში.
საგამომცემლო საქმიანობის სფეროში – კავკასიის კულტურულ და სოციალურ პრობლემებზე, ეკოლოგიაზე, არქეოლოგიაზე, სპორტზე და ა.შ. სტატიების და ნარკვევების შექმნის ხელშეწყობა. ჟურნალისტთა გასვლების ორგანიზება სხვადასხვა რეგიონებში.
კინემატოგრაფიის სფეროში – მსოფლიო შედევრთა სიაში შესული კავკასიაში გადაღებული ფილმების პოპულარიზაცია კავკასიის თემატიკაზე ახალი დოკუმენტური და მხატვრულ-ისტორიული ფილმების გადაღების დაფინანსება.
სპორტის სფეროში – კავკასიელ სპორტსმენთა მიღწევების მსოფლიოსათვის გაცნობა, სპორტის ნაციონალური სახეობების აღდგენა და განვითარება. სპორტის ნაციონალურ და თანამედროვე სახეობებში ტურნირების და საერთოკავკასიური შეჯიბრებების მოწყობა და დაფინანსება. შეჯიბრებებში მონაწილეებისა და გამარჯვებულთათვის ჯილდოებისა და პრიზების დაწესება.
ფონდი კავკასიის ხალხებისათვის, განსაკუთრებით დღევანდელი გათიშულობის პირობებში, ურთიერთობების სხვადასხვა ფორმების და მეთოდების გამოყენებას გეგმავს. ამისათვის იგი, ყველა სფეროში, აფინანსებს იმ კონკურსების გამარჯვებულთა წამახალისებელი პრემიებით დაჯილდოებას, რომლებიც კავაკასიის თემატიკას ეხება და ხელს უწყობს კავკასიის ხალხთა მეგობრობას.
კავკასიელებო!
იყავით თქვენი წინაპრების ტრადიციების ღირსეული მატარებელნი!
გაუფრთხილდით მათ, კავკასია ხომ – ჩვენი საერთო სახლია!
ველით თქვენს გამოხმაურებას და წინადადებებს.
|