Eng
ქარ Рус

პროგრამა

საქართველოს სახელმწიფო პროგრამის “საქართველო - მშვიდობიანი კავკასიისათვის” შეთავაზებულ ღონისძიებათა (2008-2012 წწ.) ნუსხა:

1. ტრადიციული (ტარდება 1998წლიდან) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - “კავკასიის არქეოლოგია, ეთნოლოგია, ფოლკლორისტიკა” - ჩატარება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ჩრდ. კავკასიის ქვეყნების დედაქალაქებში; კონფერენციების მოხსენებათა კრებულების გამოცემა.

მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის ფედერაციის, თურქეთის, ირანისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მეცნიერებათა აკადემიების, სამეცნიერო ცენტრებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ცნობილი მეცნიერ-კავკასიოლოგები.

2. საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით თბილისში, საერთაშორისო სამეცნიერო კავკასიოლოგიური ფორუმის - "კავკასია: წარსული, აწმყო, მომავალი" ჩატარება. ფორუმში მონაწილეობის სურვილი გამოთქმული აქვს 250-მდე მეცნიერს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან - ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ენათმეცნიერების, ანთროპოლოგიის, რელიგიის, ხელოვნების ისტორიის, ლიტერატურის, ფოლკლორის, ეკოლოგიის, ეკონომიკის, პოლიტოლოგია-კონფლიქტოლოგიის სფეროში.

1993 და 1997 წლებში დაგეგმილი აღნიშნული კონგრესი ვერ ჩატარდა საქართველოს მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გამო.

კონგრესის ჩატარება სასურველია 2009 წ.

3. დაღესტან-საქართველოს გაერთიანებული არქეოლოგიური ექსპედიციის განახლება და ექსპედიციის 30 წლისთავის აღნიშვნა - დაღესტნის ქრისტიანობის ისტორიისა და შუასაუკუნეთა საქართველო-დაღესტნის კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობათა წარმოჩენა-გაშუქება - 2009 წ.

4. სოფ. დათუნასთან (ავარეთი, დაღესტანი) არსებული X ს. ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება, ძეგლის 1000 წლისთავის აღნიშვნა - რუსეთის ფედერაციის დაღესტნის სამეცნიერო ცენტრთან და დაღესტნის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად - 2009-2010 წწ.

5. დაღესტან-საქართველოს გაერთიანებული არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აქაროს მთაზე (ხუნძახი, დაღესტანი) აღმოჩენილი თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძრისა და ქართული ისტორიული წყაროების "ღუნძეთის ერისთავის" (არაბული წყაროების სარირის მეფის) ციხე-სიმაგრის საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარება - რუსეთის ფედერაციის დაღესტნის სამეცნიერო ცენტრთან და დაღესტნის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად - 2009-2010 წწ.

6. ტყობია-იერდას ქრისტიანული ტაძრის (ინგუშეთი) 1000 წლისთავის აღნიშვნა რუსეთის ფედერაციის ინგუშეთის სამეცნიერო ცენტრთან და ინგუშეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად - 2009-2010 წწ.

7. ალბი-იერდასა და სოფ. თარგიმის ქრისტიანული ეკლესიების (XI-XII სს., ინგუშეთი) სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარება - ინგუშეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად - 2009-2010 წწ.

8. ხოზიტა მად მაირამის (X-XI სს., ჩრდ. ოსეთის რესპუბლიკა) ქრისტიანული ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება და ტაძრის 1000 წლისთავის აღნიშვნა - რუსეთის ფედერაციის ჩრდ. ოსეთის რესპუბლიკის სამეცნიერო ცენტრთან და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად - 2010-2011 წწ.

9. სოფ. თლისთან არსებული ნაეკლესიარის (XI-XIII სს.) საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარება - ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად - 2010-2011 წწ.

10. ბრწყინვალე ქართული კედლის მხატვრობით დამშვენებული სოფ. ნუზალის ეკლესიის (ჩრდ. ოსეთის რესპუბლიკა) 800 წლისთავის აღნიშვნა - ჩრდ. ოსეთის მხარესთან ერთად - 2010-2011 წწ.

11. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის წრის ძეგლების კვლევისა და საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარება - აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიასა და აზერბაიჯანის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად - 2009-2012 წწ.

12. თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის წრის ძეგლების კვლევისა და საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარება - თურქეთის კულტურის სამინისტროსთან ერთად - 2010-2012 წწ.

13. წიგნი-ალბომის - "ქრისტიანული რელიგიისა და ქართული კულტურის წრის ძეგლები ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებში" გამოცემა ქართულ-რუსულ-ინგლისურ ენებზე - 2009 წ.

14. "ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებში არსებული ქართული დამწერლობის ძეგლების კორპუსის" გამოცემა - 2009-2010 წწ.

15. კავკასიის არქეოლოგიური ენციკლოპედიის მომზადება და გამოცემა - 2008-2012 წწ.

16. კავკასიის ეთნოლოგიური ენციკლოპედიის მომზადება და გამოცემა - 2008-2012 წწ.

17. ისტორიულ-დოკუმენტური ფილმების გადაღება:
ა) "კავკასიის ცივილიზაცია", პირობითი სახელწოდებით: "წარსული, აწმყო, მომავალი".
ფილმში გაშუქდება კავკასიის (ბუნების, ხალხებისა და კულტურების) ფენომენი, მისი მრავალფეროვნება, ადგილი მსოფლიო-ისტორიულ სივრცესა და პროცესებში (ქართულ-რუსულ-ინგლისურ ენებზე) - 2009-2010 წწ.
ბ) არნ. ჩიქობავას, ტ. გუდავას, გ. ლომთათიძის, დ. ატაევის, რ. შმერლინგის, ვ. მარკოვინის, ვ. კოტოვიჩისა და დაღესტან-საქართველოს გაერთიანებული არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგების საფუძველზე, რომლებიც ნათლად აშუქებენ შუასაუკუნეთა საქართველო-დაღესტნის უმჭიდროეს პოლიტიკურ-კონფესიურ-რელიგიურ-კულტურულ ურთიერთობებსა და დაღესტნის ქრისტიანობის ისტორიას - დაღესტნის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად - 2009-2012 წწ.
გ) დ. ბაქრაძის, გ. ჩუბინაშვილის, გ. ღამბაშიძისა და სხვათა კვლევის საფუძველზე ინგუშეთის ქრისტიანობისა და შუასაუკუნეთა საქართველო-ინგუშეთის (ქართული წყაროების "დურძუკეთის") უმჭიდროესი პოლიტიკურ-კონფესიურ-რელიგიურ-კულტურულ ურთიერთობების შესახებ - ინგუშეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად - 2009-2012 წწ.
დ) რუსეთი და კავკასია.

18. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენის - "ქრისტიანული რელიგიისა და ქართული კულტურის წრის ძეგლები ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებში" მოწყობა.
 

განცხადება

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
   
  

video  
 

video

 

 

 

 

 

 

  Rambler's Top100     Рейтинг@Mail.ru