Eng
ქარ Рус
ღონისძიებები
საერთაშორისო ლინგვისტური სიმპოზიუმი თბილისში
Новости Кавказ - საერთაშორისო ლინგვისტური სიმპოზიუმი თბილისში27-29 ოქტომბერს ''კავკასიის ფონდის'' მონაწილეობით ჩატარდა მე-3 საერთაშორისო ლინგვისტური სიმპოზიუმი, რომელიც მიეძღვნა ცნობილი ქართველი აკადემიკოსის ქეთევან ლომთათიძის 100 წლისთავს. სიმპოზიუმის ჩატარების ინიციატორი იყო საქართველოს ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
დაწვრილებით

''გამარჯობა, კავკასია!''
Новости Кавказ - ''გამარჯობა, კავკასია!'' 26 ოქტომბერს საგამოფენო ცენტრ ''ქარვასლაში'' გაიხსნა მხატვართა საერთაშორისო გამოფენა სახელწოდებით ''გამარჯობა, კავკასია!'' გამოფენაში ქართველ მხატვრებთან ერთად მონაწილეობდნენ მხატვრები ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან. წარმოდგენილი იყო ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული, აგრეთვე ნამუშევრები გამოყენებითი ხელოვნებიდან.
დაწვრილებით

სალიხ გურტუევი - თბილისის საპატიო მოქალაქე
Новости Кавказ - სალიხ გურტუევი - თბილისის საპატიო მოქალაქე„კავკასიის ფონდის“ წარდგინების საფუძველზე ცნობილ ბალყარელ პოეტსა და მთარგმნელს, „კავკასიელ მწერალთა კლუბის“ პრეზიდენტს სალიხ გურტუევს თბილისის მერიის გადაწყვეტილებით მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ჯილდო გადაეცა ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
დაწვრილებით

რუსლან ალბაკოვ-მიარშხი საქართველოში
Новости Кавказ - რუსლან ალბაკოვ-მიარშხი საქართველოში7 ოქტომბერს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ „კავკასიის ფონდის“ ორგანიზებით შედგა ინგუში პოეტისა და საავტორო სიმღერის შემსრულებლის რუსლან ალბაკოვ-მიარშხის შემოქმედებითი საღამო. შეკრებილი საზოგადოების წინაშე ინგუში ბარდი წარსდგა საკუთარი შემოქმედებით, რომელიც სავსეა წრფელი ადამიანური გრძნობებითა და პატრიოტული სულისკვეთებით.
დაწვრილებით

საერთაშორისო კონფერენცია “კულტურული მრავალფეროვნება მუზეუმებში”
Новости Кавказ - საერთაშორისო კონფერენცია “კულტურული მრავალფეროვნება მუზეუმებში”2011 წლის 7-8 ოქტომბერს თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “კულტურული მრავალფეროვნება მუზეუმებში”. კონფერენციაში მონაწილეობდნენ გერმანიის, ავსტრიის, ბელორუსიის, აზერბაიჯანის, რუსეთის ფედერაციის (ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის, ინგუშეთის, დაღესტნის რესპუბლიკები) და საქართველოს სამუზეუმო საქმის სპეციალისტები.
დაწვრილებით

ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
Новости Кавказ - ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2011 წლის 25-29 სექტემბერს სომხეთის რესპუბლიკაში ჩატარდა ტრადიციული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კავკასიის არქეოლოგია, ეთნოლოგია, ფოლკლორისტიკა“.
დაწვრილებით

ტყობია-იერდას ტაძრის რელიკვიები
Новости Кавказ - ტყობია-იერდას ტაძრის რელიკვიებიტყობია-იერდას ქრისტიანულ ტაძარს (ინგუშეთი) დაუბრუნდა მისი კუთვნილი ისტორიული რელიკვიები.
დაწვრილებით

„მეგობრობის თასი 2011“
Новости Кавказ - „მეგობრობის თასი 2011“22-24 ივლისს „კავკასიის ფონდის“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამხრეთ ოსეთის რეგიონული ფედერაციის ორგანიზებით თბილისში სტადიონ „შატილზე“ ჩატარდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „მეგობრობის თასი 2011“, რომელშიც მონაწილეობდნენ 1997-1999 წლებში დაბადებული მოზარდები.
დაწვრილებით

საერთაშორისო ახალგაზრდული სემინარი „რეფორმები საქართველოში - სტიმული კავკასიური თანამშრომლობისათვის“
Новости Кавказ - საერთაშორისო ახალგაზრდული სემინარი „რეფორმები საქართველოში - სტიმული კავკასიური თანამშრომლობისათვის“4-10 ივლისს „კავკასიის ფოდის“ ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო ახალგაზრდული სემინარი „რეფორმები საქართველოში - სტიმული კავკასიური თანამშრომლობისათვის“. სემინარი, რომელზეც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან მოწვეულნი იყვნენ ჟურნალისტები, ახალგაზრდული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ახალგაზრდა მეცნიერები, მიზნად ისახავდა საქართველოში ბოლო წლებში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით ჩატარებულ რეფორმებზე ინფორმაციის გავრცელებას
დაწვრილებით

გამოიცა „კავკსიის სამხედრო ელიტის“ მორიგი წიგნი - „ჩრდილოეთკავკასიელი გენერლები და ადმირალები“
Новости Кавказ - გამოიცა „კავკსიის სამხედრო ელიტის“ მორიგი წიგნი  - „ჩრდილოეთკავკასიელი გენერლები და ადმირალები“ ნაშრომში შესულია ბიოგრაფიული ცნობები ჩრდილოეთ კავკასიის ერების წარმომადგენლებზე, რომელთაც მიიღეს გენერლის და ადმირალის სამხედრო წოდებები 1740-1921 წლებში (150 პერსონალია), აგრეთვე სტატისტიკური მონაცემები, დანართები და ფერადი ილუსტრაციები.
დაწვრილებით

"კავკასიურ სახლში" გაიმართა საჯარო ლექცია
Новости Кавказ - 2011 წლის 21-22 ივნისს "კავკასიური სახლის", ევროპული ფონდი "ჰორიზონტისა” და ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს” მიერ ორგანიზებული პროექტის - "კავკასიოლოგიური სახალხო უნივერსიტეტის” ფარგლებში, "კავკასიის ფონდის" პრეზიდენტმა, "კავკასიურ სახლში" წაიკითხა საჯარო ლექციები
დაწვრილებით

ჩერქეზი ხალხის გენოციდის 147-ე წლისთავი
Новости Кавказ - ჩერქეზი ხალხის გენოციდის 147-ე წლისთავი21 მაისს სასტუმრო „ჰოლიდეი ინის“ საკონფერენციო დარბაზში „კავკასიის ფონდის“ ორგანიზებით შედგა ჩერქეზი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი შეხვედრა სახელწოდებით „კავკასიის ისტორიის ტრაგიკული ფურცლები“.
დაწვრილებით

მათემატიკური ტერმინების ჩეჩნურ-რუსული და რუსულ-ჩეჩნური ლექსიკონი
Новости Кавказ - მათემატიკური ტერმინების ჩეჩნურ-რუსული და რუსულ-ჩეჩნური ლექსიკონი 11 მაისს მოეწყო "კავკასიის ფონდის" დაფინანსებით გამოცემული "მათემატიკური ტერმინების ჩეჩნურ-რუსული და რუსულ-ჩეჩნური ლექსიკონის" პრეზენტაცია. ლექსიკონის ავტორია ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სალაუდინ უმარხაჯიევი.
დაწვრილებით

პოეტ მიასატ მუსლიმოვას შემოქმედებითი საღამო
Новости Кавказ - პოეტ მიასატ მუსლიმოვას შემოქმედებითი საღამო4 მაისს "კავკასიის ფონდის" ორგანიზებით ახალგზრდობის სასახლის (რუსთაველის გამზ. 6) სარკეებიან დარბაზში შედგა დაღესტნელი პოეტის მიასატ მუსლომოვას შემოქმედებითი საღამო და ნიკო ფიროსმანისადმი მიძღვნილი მისი ლექსების კრებულის პრეზენტაცია.
დაწვრილებით

ქართულ-დაღესტნური კულტურულ-ისტორიული კავშირები
Новости Кавказ - ქართულ-დაღესტნური კულტურულ-ისტორიული კავშირები4-5 მაისს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზებში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ქართულ-დაღესტნური კულტურულ-ისტორიული კავშირები".
დაწვრილებით

აზერბაიჯანელი სტუმარი "კავკასიის ფონდში"
Новости Кавказ - აზერბაიჯანელი სტუმარი 18 აპრილს “კავკასიის ფონდში” სტუმრად იმყოფებოდა აზერბაიჯანელი მეცნიერი, ფილოსოფიის დოქტორი, "ღია საზოგადოების ინსტიტუტის" (სოროსის ფონდი) აზერბაიჯანის ფილიალის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ალი აბასოვი.
დაწვრილებით

მტკვარ-არაქსის კულტურის პრობლემები
Новости Кавказ - მტკვარ-არაქსის კულტურის პრობლემები"კავკასიის ფონდის" დაფინანსებით გამოიცა პროფესორ გურამ მირცხულავას წიგნი "მტკვარ-არაქსის კულტურის პრობლემები".
დაწვრილებით

აფთი ბისულთანოვი საქართველოში
Новости Кавказ - აფთი ბისულთანოვი საქართველოში"კავკასიის ფონდის" დაფინანსებით გამოიცა ავსტრიაში მცხოვრები ჩეჩენი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აფთი ბისულთანოვის ლექსების კრებული "პოეზიის წიგნი". პოეტის ლექსები ორიგინალიდან ქართულ ენაზე თარგმნა აღოსავლეთმცოდნემ და მთარგმნელმა მადინა ხანგოშვილმა-ბარგიშოვამ.
დაწვრილებით

"XX საუკუნის კავკასიის ისტორიის ტრაგიკული ფურცლები"
Новости Кавказ - 23 თებერვალს "კავკასიის ფონდის" ორგანიზებით სასტუმრო "თბილისი მერიოტის" საკონფერენციო დარბაზში შედგა საღამო, რომელიც მიეძღვნა 1944 წლის 23 თებერვალს ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის 67-ე წლისთავს და 1921 წლის 23 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ხსოვნას.
დაწვრილებით

გამოიცა აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას შრომების მეორე ტომი
Новости Кавказ - გამოიცა აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას შრომების მეორე ტომი"კავკასიის ფონდის" დაფინანსებით გამოიცა აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას შრომების მეორე ტომი. წიგნი გამოსაცემად მომზადდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
დაწვრილებით


განცხადება

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
   
  

video  
 

video

 

 

 

 

 

 

  Rambler's Top100     Рейтинг@Mail.ru