|
რესპუბლიკა ადიღე - რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის სამხრეთ ფედერალური ოლქის შემადგენლობაში.
დედაქალაქი—ქ. მაიკოპი(ადიგ. Мыекъуапэ), დაარსდა 1857 წ., როგორც რუსული ციხე-სიმაგრე, მდინარე ბელაიას ციცაბო სანაპიროს მარჯვენა მხარეს. ქალაქის სახელწოდება «мыекъуапэ» ადიღეურ ენაზე ნიშნავს „ვაშლის ველს“ („გარეული ვაშლის ველი“). 1936-91 წ. წ. ქ. მაიკოპი იყო ადიღეს ავტონომიური ოლქის დედაქალაქი, ხოლო 1991 წლიდან არის რესპუბლიკა ადიღეს დედაქალაქი.
ენა:ადიღეური ენა შედის აფხაზურ-ადიღეურ (დასავლეთ კავკასიური) ენათა ჯგუფში. აქვს 4 დიალექტი: აფხაზური (დღეისათვის გადაშენებულია), ბჟედუტური, თემირგოვული და შაპსუტური. ლიტერატურული ადიღეური ენა ჩამოყალიბდა და განვითარდა თემირგოვულ დიალექტზე.
შუა საუკუნეებში ადიღეელების მიგრაციამ აღმოსავლეთსა და დასავლეთში, გამოიწვია ადიღეელთა საერთო ენის გაყოფა დასავლეთ-ადიღეურ (ადიღეური) და აღმოსავლეთ-ადიღეურ (ყაბარდოულ) დიალექტებზე. მოგვიანებით აღნიშნული დიალექტები საფუძველი გახდა თანამედროვე ადიღეური და ყაბარდოული ენების ჩამოყალიბებისა. თვით ადიღეები, ყაბარდოელები და ჩერქეზები თავიანთ ენას უწოდებენ "адыгэбзэ ", რაც ნიშნავს „ადიღეურ ენას“.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ადიღეური დამწერლობა შეიქმნა არაბული ალფავიტის საფუძველზე, 1927 წელს ჩაანაცვლეს ლათინურით, ხოლო 1938 წელს რუსული ალფავიტით.
| დროშა |

|
|
დროშა შეიქმნა 1830 წელს ბრიტანელი დ. უკვარტის მიერ, როგორც დამოუკიდებელი ჩერქეზეთის სიმბოლო (ბრიტანეთის დაინტერესების საფუძველზე). 12 ვარსკვლავი ნიშნავს 12 ჩერქეზულ ტომს, ხოლო 3 ისარი განასახიერებს 3 უძველეს ადიღეელ დიდებულთა გვარს. სამი გადაჯვარედინებული ისარი ნიშნავს მათ ერთობას. მწვანე ფერი სიცოცხლის, მარადისობის სიმბოლოა. აგრეთვე, იგი ასახავს ადიღეს ბუნების თავისებურებას, რომლის 40 პროცენტი ტყეს უჭირავს.
|
| მიღების თარიღი: 1994 წლის 24 მარტი. |
|
| გერბი |
 |
|
წრის შუაში, ცეცხლოვან მფრინავ რაშზე, გამოსახულია ნართული ეპოსის მთავარი გმირი საუსრიკო. მხედარს ხელთ უპყრია ანთებული ჩირაღდანი, რომელიც გოლიათმა ადამიანებისათვის ღმერთებს მოსტაცა. ცეცხლოვანი ჩირაღდნის სხივები თორმეტ ვარსკვალვს ასხივოსნებს. მხედრის აფრენა ახალგაზრდა რესპუბლიკის ნათელ მომავალთან, პროგრესთან არის ასოცირებული. თავთავები, მაგიდა მარილითა და პურით, ხორბალი და სიმინდი, ხარის თავი რესპუბლიკის სიმდიდრის სიმბოლოა. გერბზე ასახულია ადიღეს გეოგრაფიული და ბუნებრივი თავისებურებები: გერბის თავზე გამოსახული ხუთქიმიანი ვარსკვლავი ასახავს რესპუბლიკა ადიღეში მცხოვრებ მრავალეროვან ერთა ძმურ ერთობას.
|
| მიღების თარიღი: 1994 წლის 24 მარტი. |
| ფართობი |
 |
| რესპუბლიკა ადიღეს ტერიტორიის ფართობია 7 600 კმ². |
საზღვრები
ესაზღვრება კარსნოდარის მხარეს.
მოსახლეობის რაოდენობა და დემოგრაფიული ვითარება
მოსახლეობა - 441,2 ათასი ადამიანი (2007). დასახლების სიმჭიდროვე - 56,8 ადამ./კმ² (2006).
ადიღე მრავალეროვანი რესპუბლიკაა. ძირითადი მოსახლეობა:
ადიღეელები (ჩერქეზები): ცხოვრობენ ძირითადად 44 აულში, ასევე სხვა მსხვილ დასახლებულ პუნქტებში. ყველზე კომპაქტურად ისინი დასახლებულნი არიან: ტახტამუკაისის, ტეუჩეჟის, შოვგენოვის, კოშეხბალის და კრასნოგვარდეისკის რაიონებში. 1998 წელს კოსოვოს და მეტოხიას ავტონომიური ოლქიდან (სერბეთი) რეპატრირებული იყო ჩერქეზების ჯგუფი (დაახლოებით 200 ადამიანი), რომლებიც დასახლდნენ ქ. მაიკოპში და ახალ აულში, სახელწოდებით მაფეხაბლ (მაიკოპის რაიონი).
რუსები: დასახლებულნი არიან რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, კომპაქტურად - გიაგინის და მაიკოპის რაიონებში, ისინი ბევრნი არიან კრასნოგვარდესკის და ტახტამუკაისკის რაიონებშიც. ამასთან, ყუბანის კაზაკთა შთამომავლების უმრავლესობა თავს რუსებად მიიჩნევს.
უკრაინელები: დასახლებულნი არიან მთელი ადიღეს ტერიტორიაზე. მათ განიცადეს ასიმილირება რუსებთან.
თათრები: ცხოვრობენ ხუტორებში: კიროვის (შოვგენევის რაიონი), პოლიტოტდელის, ოტრადნის (კოშეხაბლსკი რაიონი), აულში აფიპსიპის(ტახტამუკაისის რაიონი) და ქალაქ მაიკოპში.
სომხები: დასახლებულნი არიან ძირითადად მაიკოპის რაიონში, ხუტორში პროლეტარსკი, ცვეტოჩნი, შაუმიანი, სოფ. ტულსკი, სადგური კუჟორსკაია და ქ. მაიკოპი.
ქურთები: სოფლები ბელოე, პერეობრაჟენსკოე, სადოვოე, ელენოვსკოე, კრასნოგვარდეისკოე, აული ბჟედუტხაბლ (წითელგვარდიელის რაიონი).
ბერძნები: ხუტორი გავერდოვსკი (საქალაქო ოლქი „მაიკოპი“).
| ადიღეელები: |
24,2% |
| რუსები: |
64,5% |
| სომხები: |
2,0% |
| უკრაინელები: |
3,4% |
| სხვები : |
5.9% |
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა
რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის 2 საქალაქო ოლქი - მაიკოპი და ადიღეისკი, 7 მუნიციპალური რაიონი, 5 ქალაქის ტიპის დაბა, 43 სოფელი, 225 სოფლის ტიპის დასახლებული პუნქტი (2006).
საქალაქო ოლქი:
ქ. ადიღეისკი
ქ. მაიკოპი
მუნიციპალური რაიონები:
გიაგინსკის რაიონი
კოსეხბალსკის რაიონი
წითელარმიელის რაიონი
მაიკოპის რაიონი
ტახტამუკაისკის რაიონი
ტეუჩეჟსკის რაიონი
შოვგენევის რაიონი
back
რელიგია
ადიღეს მცხოვრებნი სხვადსხვა რელიგიის აღმსარებლები არიან. მორწმუნე ადიღეელები მუსულმანი-სუნიტები არიან, თუმცა ყურანთან ერთად აღიარებენ სუნას (თქმულებებს მუჰამედის ქმედებების შესახებ). რუსები, უკრაინელები და ბელორუსები ძირითადად მართლმადიდებლები არიან.
ქრისტიანული სარწმუნოება ადიღეს ტერიტორიაზე X-XII საუკუნეებში გავრცელდა (ბიზანტიიდან და საქართველოდან), თუმცა ქრისტიანობა აღრეულია ადგილობრივ რწმენებთან და წარმართულ კულტებთან. XIV საუკუნიდან ადიღეში შედის ისლამური რელიგია, რომელიც ფართოდ ვრცელდება კავკაიის ომის პერიოდში.
რაც შეეხება ისლამს, აუცილებელია ხაზგასმით ითქვას, რომ ის არასაოდეს არ იკავებდა და არ იკავებს დომინირებულ პოზიციას ადიღეელების საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ვინადიან ისლამი იმყოფება ტრადიციული კულტურის გავლენის ქვეშ (ეთნოფენომენი «адыгагъэ»).
რესპუბლიკა ადიღეს ტერიტორიაზე საქმიანობს 11 კონფესიის 85 რელიგიური გაერთიანება. აქედან ისლამის კონფენსიას ეკუთვნის 15 ორგანიზაცია, მართლმადიდებლურს - 47.
back
ისტორია
ადიღეს ტერიტორიაზე უძველესი ადამიანის კვალი პალეოლითის პერიოდს ეკუთვნის. ადიღეელების წინაპრები იყვნენ მეოტები, სინდები, ახეები, ზიხები, კასოგები, კერკეტები, რომლებიც ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში და კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე ცხოვრობდნენ.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში ცნობილი ხდება ჩრდილო კავკასიის ტომების სახელები - მეოტები, სინდები, ახენები, ზიხები და ა.შ., მათ დიდი როლი შეასრულეს ადიღეელების ეთნოგენეზში. ბერძნულ და რომაულ წყაროებში ისინი მოხსენიებულნი არიან კრებითი დასახელებით - მეოტები. ჩვენს წ. აღ. პირველ ათასწლეულში მეოტები (დამკვიდრებული მიწათმოქმედები) იკავებდნენ შავი და აზოვის ზღვების აღმოსავლეთ სანაპიროებს და თანამედროვე ყუბანის ტერიტორიას.
ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში ისტორიულ არენაზე წარმოჩინდებიან ზღვის სანაპიროზე მცხოვრები ტომები - ზიხები, რომლებიც უფრო მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვიდრე მეოტები. ზიხებმა შეასრულეს დიდი როლი გაერთიანების პროცესში. მე 5 საუკუნიდან ისინი თავიანთ გარშემო იერთებენ მეზობელ პატარა ტომებს და ქმნიან კავშირს, რომელთა წევრები დროთა განმავლობაში იწოდებიან ზიხებად. ტერმინი „ზიხი“ თანდათანობით აძევებს ანტიკური ადიღეური ტომების დასახელებებს (მეოტები, სინდები, კერკეტები და ა.შ.). ეთნონიმი „ზიხი“, როგორც ყველა ადიღეელის სახელწოდება, გვხვდება მონღოლურ პერიოდამდე და ზოგჯერ მონღოლური პერიოდის შემდგომაც - XV საუკუნეში და XVI საუკუნის დასაწყისში. ზიხებს ბერძნულ და ბიზანტიურ წყაროებში უწოდებენ „ჯიხებს“, ქართულ შუა საუკუნეების წყაროებში ადიღეელები ცნობილნი არიან, როგორც „ჯიქები“ ან „ჯიხები“, ხოლო მათ ქვეყანას ეწოდება „ჯიქეთი“.
VI საუკუნის წყაროებში ადიღეელები მოხსენებულნი არიან ორი სახელით ზიხები და კასოგები. ადიღეური მოსახლეობის (დასავლეთის და აღმოსავლეთის) ორი დამოუკიდებელი ჯგუფის არსებობა გაგრძელდა მე-19 საუკუნემდე.
VI საუკუნის წყაროებში ადიღეელები მოხსენებულნი არიან ორი სახელით ზიხები და კასოგები. ადიღეური მოსახლეობის (დასავლეთის და აღმოსავლეთის) ორი დამოუკიდებელი ჯგუფის არსებობა გაგრძელდა მე-19 საუკუნემდე.
მონღოლურ პერიოდამდე (X-XII ს.ს.) არაბი და სხვა ავტორები უკვე არ ანსხვავებენ ადიღეურ ჯგუფებს და მათ მოიხსენებენ, როგორც ერთ ერს. მონღოლთა თარეშმა შეცვალა ტომების დასახლების რუქა ჩრდილო კავკასიის აღმოსავლეთ და ცენტრალურ რაიონებში. 1238-1239 წ.წ. მონღოლებმა მთლიანად დაიკავეს კავკასიის დაბლობი. XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ოქროს ურდო ამყარებს კონტროლს ჩრდილო კავკასიის დიდ ნაწილზე.
XII-XIII ს.ს. ადიღეური წარმოშობის მონები ინტენსიურად გაჰყავდათ ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე, განსაკუთრებით ეგვიპტეში, სადაც მათ ყიდულობდნენ სულთანები, მამლუქების გვარდიის შესავსებად. მონების ნაკადმა ვინმე ადიღე ბარკუკს საშუალება მისცა ეგვიპტეში ხელისუფლება ხელში ჩაეგდო და დაეარსებინა მამლუქების ჩერქეზული დინასტია (ჩერქეზთა სულთანათი).
XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან თითქმის XV საუკუნის ბოლომდე ადიღეელების კულტურულ-ისტორიული პროცესის განვითარებაზე გავლენას ახდენდნენ გენუელები, რომლებმაც დაარსეს ადიღეელების მიწაზე თავიანთი ქალაქი-კოლონიები: მატრეგა, კოპა და მაპა. ამ დასახლებების მოსახლეობას შეადგენდნენ ტალიელები, ბერძნები და ადიღეელები.
სხვადსხვა პერიოდში მრავალრიცხოვანმა დაპყრობითმა ომებმა, მომთაბარე უცხოტომელების, მოგვიანებით თათრების, მონღოლების და ა.შ. შესვლამ გამოიწვია ადიღეელების ნაწილის მიგრაცია აღმოსავლეთით და დასავლეთით. ადიღეელთა მიგრაციაზე გავლენა იქონია ეკონომიკურმა ფაქტორმაც, რომელიც გულისხმობდა ახალი საძოვრების ათვისებას, ინტენსიურად განვითარებადი მეჯოგეობისათვის.
ხშირი მიგრაციის შედეგად, რომელსაც ადგილი ჰქონდა XVI -XVII ს.ს., ყალიბდება სამი ძირითადი და აქამდე არსებული ადიღეელი ხალხები: ადიღეელები, ყაბარდოელები და ჩერქეზები (ეთნონიმი “ჩერქეზი“ წყაროებში მოიხსენიება XIII საუკუნის 40-იანი წლებიდან. იგი წარმოიშვა თურქულენოვან წრეებში, მოგვიანებით კი ადგილი დაიმკვიდრა ევროპულ და აღმოსავლურ ლიტერატურაშიც).
თურქი სულთანებისა და ყირიმის ხანების გამუდმებული თავდასხმები აიძულებს ადიღეელებს მიმართონ რუსეთის მეფეს. 1557 წელს ადიღეელი დიდგვაროვანთა ნაწილი, ყაბარდოს დიდი მთავრის თემრიუკ იდაროვის მეთაურობით, მიმართავს მოსკოვს რუსეთთან მიერთების თხოვნით. აღნიშნული გამყარდა ივანე IV-ისა და თემრიუკ გოშევნას ქალიშვილის ქორწინებით.
XVIII საუკუნისთვის ადიღეელები იკავებდნენ ყუბანიდან შავი ზღვის სანაპიროს მდ. ფსოუმდე, ხოლო კავკასიის მთების ჩრდილოეთ ფერდობებს ოსეთამდე. XVIII საუკუნის დასაწყისისთვის ადიღეელების მიწაზე კვლავ გრძელდებოდა ყირიმელი თათრების თარეში, ხალხის მოსატაცებლად და მონებად გასაყიდად. ადიღეელები, თავის მხრივ, თავს ესხმოდნენ თათრების და ნაგოიცების მომთაბარე ბანაკებს, აზოვის და ყუბანის დაბლობებზე. იტაცებდნენ საქონელს, აჰყავდათ ტყვეები. ბევრი ადიღელი დიდებულისთვის მსგავსი თავდასხმა იყო ერთადერთი შემოსავლის წყარო.
ადიღეს ისტორიაში, ისე როგორც კავკასიის ხალხების ისტორიაში, მნიშვნელოვან ეპოქას წარმოადგენდა რუსეთ-კავკასიის ომი. 1829 წელს, ჩრდილოეთ კავკასიაში კონტროლის დასამყარებლად საომარი მოქმედებების მსვლელობისას, რუსეთმა გააძევა ოსმალეთის იმპერია და 1830 წ. დამკვიდრდა შავი ზღვის სანაპიროზე. 1864 წელს კავკასიის ომის დასრულების შემდგომ, ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის დიდი ნაწილი გადავიდა რუსეთის კონტროლქვეშ.
ომის შედეგები სავალალო აღმოჩნდა ადიღეელებისთვის, ისე როგორც ყველა კავკასიელისთვის. ეს არის დაღუპულების დიდი რაოდენობა, ლტოლვიოლები და დეპორტირებულები. ადიღეელთა ნაწილი გახდა მუხაჯირი (გადასახლებულები). მათი შთამომავლები დღემდე ცხოვრობენ თურქეთში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და დასავლეთ ევროპაში.
კავკასიის ომის დასრულების შემდეგ, ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში, 1867 წლამდე, მოქმედებდა სამხედრო-საოკუპაციო რეჟიმი. ადიღეს მოსახლეობა მთლიანად გადავიდა სამხედრო ხელისუფლების კონტროლქვეშ.
1867 წლის 1 იანვარს უქმდება სამხედრო-ეროვნული ოლქები და ადიღეელები შედიან ახლად შექმნილ - მაიკოპის, ეკატერინოდარსკის და ბატალპაშინის მაზრებში.
1922 წლის ივლისში შეიქმნა ჩერქეზეთის (ადიღეელების) ავტონომიური ოლქი, რომლის ცენტრი განლაგებული იყო კრასნოდარში.
1936 წ. ხელისუფლების დადგენილებით, ადიღეს დედაქალაქი ქალაქ კრასნოდარიდან გადატანილი იქნა ქალაქ მაიკოპში.
1991 წ. 5 ოქტომბერს დაარსდა რესპუბლიკა ადიღე.
back
კულტურა
ადიღეელთა კულტურული მემკვიდრეობა მოიცავს მრავალრიცხოვან ისტორიულ ძეგლებს და სხვადსხვა ისტორიული ეპოქის კულტურას. ბრინჯაოს ეპოქიდან შემორჩენილია ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, ლომების და ხარების პატარა ქანდაკებები, რომლებიც მოპოვებულია მაიკოპის ყორღანიდან. ადრეული ქვის ხანიდან მოიპოვება იუველირული ნაწარმის საუკეთესო ნიმუშები, კერამიკის, საცხოვრებელი ციხე-სიმაგრეების ნარჩენები, თავდაცვითი კოშკები, სხვადსხვა საკულტო ნაგებობები. რეგიონის ტერიტორიაზე განლაგებულია 400-ზე მეტი კულტურული ძეგლი, მათ შორის 9 ფედერალური მნიშვნელობისაა.
კულტურული ტრადიციები გადმოცემულია ფოლკლორში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში, ასევე ტრადიციულ ხელობებში (ოქროს ქსოვილის კერვის ხელოვნება, ჩალისა და ვაზისგან ქსოვა, ხის დამუშავება, მუსიკალური ინსტრუმენტების დამზადება და სხვა). გარდა საყოფაცხოვრებო ნივთებისა, ადიღეში მზადდებოდა იარაღიც. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილია ხმლები, ხანჯალი, საბრძოლო დანები, რომლებიც დამზადებულია მე-16 საუკუნემდე.
დოლმენების კულტურა - ჩვენს წ. აღ. მე-3 ათასწლეულში, შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროს დიდ ნაწილზე - ტამანის ნახევარკუნძულიდან ქალაქ ოჩამჩირემდე (აფხაზეთი), მოხდა დოლმენური კულტურის ჩასახვა და განვითარება. დოლმენური კულტურის სახელწოდება მომდინარეობს მეგალითების ფორმის საფლავის ქვებიდან, რომლებმაც იარსებეს ჩვენს წ. აღ. მე-2 ათასწლეულის ბოლო მეოთხედამდე.
ადიღეთა და აფხაზთა ლეგენდებისა და ეპოსის თანახმად, ოდესღაც მათ მიწაზე ცხოვრობდნენ ჯუჯები და გოლიათები. გოლიათები იყვნენ მებრძოლები, ჯუჯებმა მოტყუებით შესძლეს გოლიათების დამორჩილება და ააშენებინეს საცხოვრებელი სახლები. მათი ლეგენდების თანახმად, დოლმენები სწორედ ის სახლებია, რომლებიც ააშენეს გოლიათებმა ჯუჯებისათვის. ადიღეელები და აფხაზები დოლმენებს „ჯუჯების სახლებს“ უწოდებენ.
რეალურად, დოლმენი არის საფლავზე გაკეთებული ოთხკკუთხა პატარა სახლის ფორმის ნაგებობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ქვისგან გამომწვრი ფილებისგან არის აშენებული. დოლმენის შიგნით არის ერთი ან რამდენიმე სამარხი, დასაფლავებისათვის საჭირო ინვენტარით. შიდა კედლები მოხატულია, მშენებლების ყოფა-ცხოვრების ამსახველი სიუჟეტებით. მეოტური კულტურა - ბრინჯაოს ხანიდან რკინის ხანაზე გადასვლის პერიოდში (ჩვენს წ. აღ. IX-VII ს.ს.), ჩრდილო კავკასიაში ყალიბდება მეოტური არქეოლოგიური კულტურა. პროტომეტის ჯგუფის ძეგლები წარმოადგენენ გრუნტის საფლავებს. პროტომეტის მამაკაცების საფლავებში მოპოვებულია კერამიკა , ხანჯლები, მახვილი (ბრინჯაოს და რკინის), ნაჯახი. ქალების საფლავებში ნაპოვნია სამკაულები.
არქეოლოგიური გათხრების მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია უაშხიტუს ყორღანი, რომელიც აღმოჩენილია 1988 წ. აულში კაბეხაბლი (ადიღე). მე-19 საუკუნის 70-იან წლებში გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ყორღანები „შვიდი ძმა“, რომლებიც ეკუთვნოდნენ სინდის ბელადებს. ყორღანებში, რომელთა სიმაღლე 7-15 მერტს აღწევდა, აღმოჩენილია ქვის სკლეპები ხის გადახურვით. ყორღანები თარიღდება ჩვ. წ. აღ. V საუკუნის შუა ნახვრიდან და IV საუკუნის პირველ ნახევრამდე. ხოლო მათში აღმოჩენილი დასაფლავებისათვის საჭირო ნივთები მოწმობენ მჭიდრო კავშირებზე სინდებსა და ბერძნულ მოსახლეობას შორის.
მაიკოპის კულტურა - ჩრდილო კავკასიის ხალხების კულტურამ ჩვ. წ. აღ. III ათასწლეულში, ადრეული ბრინჯაოს ეპოქაში, სახელწოდება მიიღო ცნობილი ძეგლის - მაიკოპის ყორღანიდან. მაიკოპის კულტურა ვრცელდებოდა ტამანიის ნახევრაკუნძულიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაღესტნის სამხრეთ-აღმოსავლეთამდე. ამ სივრცეში ცნობილია, როგორც საფლავები, ასევე საყოფაცხოვრებო ძეგლები. მოპოვებული ნივთები მოწმობენ, რომ აღნიშნულ პერიოდში განვითარებული იყო:
- ლითონის დამუშავება - ბრინჯაო, ოქრო და სხვა ადგილობრივი წიაღისეული. მოპოვებულია საყოფაცხორებო ნივთები, ჭურჭელი, დანები, ისრების დაბოლოება, რიტუალებისათვის გათვალისწინებული ცხოველების პატარა ქანდაკებები;
- მეთუნეობა - სხვადასხვა ხარისხის თიხისგან ამზადებდნენ სხვადსხვა ჭურჭელს და სხვა ნივთებს.
მაიკოპის ყორღანში მოპოვებული ნივთები წარმოადგენენ როგორც ისტორიულ, ისე მხატვრულ ღირებულებას. მათი ნაწილი უბრალოდ შეუფასებელია. ესენია: ოქროს ჭედურობა ცხოველების გამოსახულებით, ბეჭდები, ფირფიტები ლომებისა და ხარების გამოხაულებით, სხვადასხვა ფორმისა და სიდიდის ოქროს და ვერცხლის მძივები, ოქროს საყურეები, სერდოლიკის და ფირუზის მძივები, ოქროს დიადემები წვრილი ლენტების სახით, ოქროს ხარის მასიური ფიგურები და სხვა. მაიკოპის კულტურა ყალიბდებოდა და ვითარდებოდა ადგილობრივ წიაღში, თუმცა მასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა წინააზიიდან შემოტანილმა ცივილიზაციამ. აღნიშნულზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მაიკოპის ყორღანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ნივთების ნაწილი შემოტანილია აღნიშნული ცივილიზაციიდან.
 |
ტრადიციები და ფოლკლორი
|
ადიღეელების სამართლებრივ ნორმებს და ქცევის წესებს, ძირითად, არეგულირებდა დაუწერელი სამართალი (адыгэ хабзэ). ადიღეელების ტარდიციული კულტურის საფუძველს წარმოადგენდნენ საზოგადოებრივი ინსტიტუტები, რომლებიც თავის მხრივ ჩამოყალიბდნენ ხალხის სოციალურ-ეკონომიკური პირობების თავისებურებებიდან გამომდინარე. ასეთ საზოგადოებრივ ინსტიტუტებს წარმოადგენდა: გვაროვნული და სოფლის თემი, წოდებრივ-გვაროვნული კრება (ხასა), დაძმობილება, სტუმართმოყვარეობა, სისხლის აღება და სხვა. სწორედ, ეს ტარდიციული საზოგადოებრივი ინსტიტუტები შეხებაშია საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროსთან და მათი მეშვეობით ფუნქციონირებდა ადიღეელთა (ჩერქეზების) ტრადიციული კულტურა - „адыгэ хабзэ“.
ადიღეელებისათვის დამახასიათებელი ხელოვნება და ტრადიციები ასახულია ეპოსებში, ისტორიულ მოთხრობებში, საგმირო სიმღერებში, დატირებებში, ხალხურ მუსიკაში, ცეკვებში. სიმღერას, რომელიც მოგვითხრობს რაიმე მოვლენაზე, ეწოდება პშინატლი. მათ შემსრულებლებს დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ. ქორწილისა და სტუმრების მიღების დროს მუსიკითა და ცეკვით დაკავებულები იყვნენ ჯეგუაკოები (ხალხური სიმღერის მთქმელები).
ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტია კამილი (ფლეიტის სტილის ჩასაბერი ინსტრუმენტი), შიჩეპშინი (ხემით), პხაჩიჩი (დასარტყამი). მე-19 საუკუნიდან გავრცელდა გარმონი.

კამილი
|
ადიღეელების ნაციონალური სამოსი
|
სამოსი დაკავშირებულია ხალხის ისტორიასთან და წარმოადგენს ეროვნული კულტურის განუყოფელ ნაწილს. ადიღეელი ხალხის სამოსის ისტორიის განვითარების ანალიზი მიგვითითებს სამოსის კერვის თვითმყოფად ფორმაზე. მთელს კავკასიაში განთქმული იყო ადიღეელთა სამოსის ნაციონალური ფორმა: მამაკაცებზე - ჩოხა, ქალებზე - საე.
ადიღეელის კოსტიუმი (ჩოხა) შედგება ბეშმეთისგან ან ახალუხისგან, ჩოხისგან, ღილებისგან, წუღებისგან, ნაბადის და ფაფახისგან. იარაღი - ხმალი, თოფი, ხანჯალი და პისტოლეტი, ჩოხაზე ორივე მხრიდან მაგრდებოდა ტყავის ბუდეები თოფის მასრებით, ქამარზე - ზეთი, სახრახნისი და პატარა ჩანთა იარაღის გასაწმენდი ატრიბუტებით. აღსანიშნავია, რომ ადრეულ ეპოქაში მამაკაცის სამოსი უნივერსალური იყო. ის ნაწილობრივ ითავსებს საომარი აღჭურვილობის ფუნქციას. სამოსის ასეთ უნივერსალურ ფორმას წარმოადგენდა ცნობილი ჩოხა-ახალუხი (ციე). იგივე მოთხოვნებს აკმაყოფილებდა მსუბუქი ფეხსაცმელი, ნაბადი, ბაშლიკი - ადიღეელი მეომრის შეუცვლელი თანამგზავრები. მაგალითად, ნაბადი იცავდა წვიმისგან, თოვლისგან, ქარისგან და ასევე წარმოადგენდა მზა კარავს.
ქალის (ადიღეურ-ჩერქეზული) ტანსაცმელი მდიდრულად იყო მორთული ორნამენტებით, ოქროს და ვერცხლის ძაფებით, ვერცხლის ნაკეთობებით და თასმებით. ყოველდღიური ზედა კაბა იყო სადა და უბრალოდ შეკერილი. ოთხ-ექვს ნაჭრიანი ქვედა კაბა სწორი ან ნაჭრებით დაფენილია, ნაჭრის ხარისხიდან გამომდინარე. ქვედა ტანი ეკერებოდა კოფტას. სახელოები იკერებოდა გრძლად, სწორ და ვიწრო ფორმაზე, რომელიც გაწყობილი იყო ვიწრო კანტით. უფრო მდიდარი ქალბატონები სახელოებს აწყობდნენ ოქროს ძაფებით. ქალიშვილები გათხოვებამდე ატარებდნენ მკერდზე მოჭერილ კორსეტს. კულტურის სფეროში, დღევანდელ ადიღეში ფუნქციონირებს კულტურული დაწესებულებების განშტოებული ქსელი: თეატრები, საკონცერტო ორგანიზიაციები, კლუბის ტიპის დაწესებულებები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები.
back
|
სპორტი
ძველი დროიდან ადიღეელების ეროვნულ სიამაყედ ითვლებოდა მეცხენეობა. რესპუბლიკაში აქტიურად მიმდინარეობს მეურნეობის ამ სფეროს აღორძინება და ინტენსიურად ვითარდება სპორტული მეცხენეობა, რამეთუ დოღი და ჯირითი ადიღეელთა ყველაზე საყვარელი და პოპულარული სპორტის სახეობაა.
რესპუბლიკა ადიღეს გააჩნია მდიდარი სპორტული ტრადიციები (ოთხი ოლიმპიური ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ორი პრიზიორი, მრავალრიცხოვანი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები). აქ განვითარებულია სპორტის ისეთი სახეობები როგორებიცაა: ველოსპორტი, ძიუდო, სამბო, მსუბუქი ათლეტიკა და სხვა. სხვადსხვა საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებზე ადიღეელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს 100-ზე მეტი ტიტული და ჩემპიონის, მსოფლიო და ევროპის პრიზიორის წოდებები. ყველაზე ცნობილ სპორტსმენებს შორის, რომლებმაც მსოფლიო სპორტულ არენაზე ასახელეს რესპუბლიკა ადიღეა და რუსეთის ფედერაცია, არიან:
ХХ ოლმპიური თამაშების ჩემპიონი მძიმე ათლეტიკაში - მუხარბი კირჟინოვი (1972 წ.);
ХХΙ ოლმპიური თამაშების ჩემპიონი ხელბურთში - ვლადიმირ მაქსიმოვი (1976 წ.);
ХХΙ ოლმპიური თამაშების ჩემპიონი ძიუდოში - ვლადიმირ ნევზოროვი (1976 წ.);
ХХVII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2000 წ.), ХХVIII ოლიმპიური თამაშების (2004 წ.) ბრინჯაოს მედლის პრიზიორი, მსოფლიო თასის მფლობელი და მსოფლიო რეკორდსმენი პისტოლეტიდან სწრაფ სროლაში – სერგეი ალიფირენკო;
ХХΙΙ ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ძიუდოში - ემიჯ არამბი (1980 წ.);
ათგზის მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლო თასის რამოდენიმეგზის მფლობელი, მრავალგზის ევროპის ჩემპიონი სამბოში - მურატ ხუსანოვი; მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი სამბოში - ვლადიმერ გურინი;
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი სამბოში - გუმერ კოსტოკოვი;
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში - ხაპაი არამბი;
მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის არაერთგზის ჩემპიონი ძიუდოში - ხაზრეტ ტლეცერი და მრავალი სხვა.
back
|