ჯილდო გივი ღამბაშიძეს
ქართველ და ებრაელ ხალხთა ტრადიციული მეგობრობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ქართულ-ებრაულ ურთიეთობათა ასოციაციის პრეზიდენტი, დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა მუზეუმის დირექტორი, პროფესორი გივი ღამბაშიძე ჯილდოვდება საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის საპატიო დიპლომით. |
დაწვრილებით
|
„ჩვენი ჩეჩნეთი“
22 დეკემბერს „კავკასიის ფონდის“ ორგანიზებით თბილისში გაიხსნა ფოტოგამოფენა სახელწოდებით „ჩვენი ჩეჩნეთი“. ფოტექსპოზიციის ავტორები არიან ჩეჩენი ფოტოხელოვანები კაზბეკ ვახაევი, მუსა სადულაევი და ელენა აფონინა. ფოტოები იმის მიხედვით შეირჩა, რომ ასახული ყოფილიყო ჩეჩნეთის როგორც უახლოესი წარსული, ასევე დღევანდელობა. |
დაწვრილებით
|
თაუზ ისაევის შემოქმედებითი საღამო თბილისში
22 დეკემბერს „კავკასიის ფონდის“ ორგანიზებით ბიზნეს-ცენტრ „კალასის“ საკონფერენციო დარბაზში (ლესელიძის ქ. 25) მოეწყო ჩეჩენი მწერლის თაუზ ისაევის შემოქმედებითი საღამო, ასევე მისი ახალი რომანის „სამშობლოს სახელის“ პრეზენტაცია. წიგნი „კავკასიის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით თბილისში გამოიცა. საღამოს მწერლის მეგობრებთან ერთად ესწრებოდნენ ქართული საზოგადოებისა და საქართველოში მცხოვრები ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლები.
|
დაწვრილებით
|
ასია უმაროვას ნახატების გამოფენა
2 დეკემბერს გალერეა „ვერნისაჟში“ გაიხსნა ახალგაზრდა ჩეჩენი ჟურნალისტისა და მხატვრის ასია უმაროვას ნახატების პერსონალური გამოფენა. გამოფენის გახსნაზე შეკრებილი საზოგადოება ინტერესით გაეცნო შემოქმედებას, რომელიც ხალასი გრძნობებითა და ადამიანური სითბოთია გაჯერებული. ჩეჩენი ხელოვანის მრავალმხრივ ნიჭზე მიუთითებს მისი ლიტერატურული საქმიანობაც, რაც ჯერჯერობით ნაკლებადაა ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის. |
დაწვრილებით
|
გამოიცა წიგნი "კავკასია – ბრძოლა თავისუფლებისათვის. ჩერქეზები"
"კავკასიის ფონდის" დაფინანსებით თურქულ ენაზე მომზადდა და გამოიცა წიგნი "კავკასია – ბრძოლა თავისუფლებისათვის. ჩერქეზები". ნაშრომის ავტორია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ბეჟან ხორავა. წიგნი, რომელშიც ასევე გამოყენებულია საქართველოს სახელმწიფო ისტორიულ არქივში დაცული მასალები ჩერქეზი ხალხის ისტორიის შესახებ, განკუთვნილია თურქეთში მცხოვრები ჩერქეზული დიასპორების წარმომადგენლებისათვის. |
დაწვრილებით
|
ჩეჩნური ენის ეტიმოლოგიური ლექსიკონი
''კავკასიის ფონდის'' ფინანსური მხარდაჭერით თბილისში გამოიცა ჩეჩნური ენის ეტიმოლოგიური ლექსიკონი. მისი ავტორია ჩეჩენი ენათმეცნიერი, ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი არბი ვაგაპოვი. ლექსიკონის გამოცემით ''კავკასიის ფონდი'' გამოხატავს პატივისცემას ჩეჩნეთის სამეცნიერო სკოლისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის მიმართ. |
დაწვრილებით
|
საერთაშორისო ლინგვისტური სიმპოზიუმი თბილისში
27-29 ოქტომბერს ''კავკასიის ფონდის'' მონაწილეობით ჩატარდა მე-3 საერთაშორისო ლინგვისტური სიმპოზიუმი, რომელიც მიეძღვნა ცნობილი ქართველი აკადემიკოსის ქეთევან ლომთათიძის 100 წლისთავს. სიმპოზიუმის ჩატარების ინიციატორი იყო საქართველოს ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი. |
დაწვრილებით
|
''გამარჯობა, კავკასია!''
26 ოქტომბერს საგამოფენო ცენტრ ''ქარვასლაში'' გაიხსნა მხატვართა საერთაშორისო გამოფენა სახელწოდებით ''გამარჯობა, კავკასია!'' გამოფენაში ქართველ მხატვრებთან ერთად მონაწილეობდნენ მხატვრები ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან. წარმოდგენილი იყო ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული, აგრეთვე ნამუშევრები გამოყენებითი ხელოვნებიდან.
|
დაწვრილებით
|
თბილისში გაიმართა სალიხ გურტუევის შემოქმედებითი საღამო
12 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში გაიმართა სალიხ გურტუევის შემოქმედებითი საღამო, რომელზეც შედგა „კავკასიის ფონდის“ მიერ გამოცემული პოეტის ლექსების კრებულის, „ჩემი კავკასია“, პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრები, „კავკასიის მწერალთა კლუბის“ წარმომადგენლები, პოეტის მეგობრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები. |
დაწვრილებით
|
სალიხ გურტუევი - თბილისის საპატიო მოქალაქე
„კავკასიის ფონდის“ წარდგინების საფუძველზე ცნობილ ბალყარელ პოეტსა და მთარგმნელს, „კავკასიელ მწერალთა კლუბის“ პრეზიდენტს სალიხ გურტუევს თბილისის მერიის გადაწყვეტილებით მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
|
დაწვრილებით
|
რუსლან ალბაკოვ-მიარშხი საქართველოში
7 ოქტომბერს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ „კავკასიის ფონდის“ ორგანიზებით შედგა ინგუში პოეტისა და საავტორო სიმღერის შემსრულებლის რუსლან ალბაკოვ-მიარშხის შემოქმედებითი საღამო. შეკრებილი საზოგადოების წინაშე ინგუში ბარდი წარსდგა საკუთარი შემოქმედებით, რომელიც სავსეა წრფელი ადამიანური გრძნობებითა და პატრიოტული სულისკვეთებით. |
დაწვრილებით
|
საერთაშორისო კონფერენცია “კულტურული მრავალფეროვნება მუზეუმებში”
2011 წლის 7-8 ოქტომბერს თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “კულტურული მრავალფეროვნება მუზეუმებში”.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ გერმანიის, ავსტრიის, ბელორუსიის, აზერბაიჯანის, რუსეთის ფედერაციის (ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის, ინგუშეთის, დაღესტნის რესპუბლიკები) და საქართველოს სამუზეუმო საქმის სპეციალისტები.
|
დაწვრილებით
|
ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
2011 წლის 25-29 სექტემბერს სომხეთის რესპუბლიკაში ჩატარდა ტრადიციული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კავკასიის არქეოლოგია, ეთნოლოგია, ფოლკლორისტიკა“. |
დაწვრილებით
|
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – "კავკასიის არქეოლოგია, ეთნოლოგია, ფოლკლორისტიკა" - მოხსენებათა კრებულის პრეზენტაცია
2011 წლის 21 სექტემბერს სმეა-ს საკონფერენციო დარბაზში საზეიმო გარემოში გაიმართა 2010 წლის შემოდგომას ჩატარებული ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის აკადემიკოს ოთარ ლორთქოფანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - "კავკასიის არქეოლოგია, ეთნოლოგია, ფოლკლორისტიკა - მოხსენებათა კრებულის პრეზენტაცია. |
დაწვრილებით
|
ტყობია-იერდას ტაძრის რელიკვიები
ტყობია-იერდას ქრისტიანულ ტაძარს (ინგუშეთი) დაუბრუნდა მისი კუთვნილი ისტორიული რელიკვიები.
|
დაწვრილებით
|
„მეგობრობის თასი 2011“
22-24 ივლისს „კავკასიის ფონდის“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამხრეთ ოსეთის რეგიონული ფედერაციის ორგანიზებით თბილისში სტადიონ „შატილზე“ ჩატარდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „მეგობრობის თასი 2011“, რომელშიც მონაწილეობდნენ 1997-1999 წლებში დაბადებული მოზარდები. |
დაწვრილებით
|
საერთაშორისო ახალგაზრდული სემინარი „რეფორმები საქართველოში - სტიმული კავკასიური თანამშრომლობისათვის“
4-10 ივლისს „კავკასიის ფოდის“ ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო ახალგაზრდული სემინარი „რეფორმები საქართველოში - სტიმული კავკასიური თანამშრომლობისათვის“. სემინარი, რომელზეც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან მოწვეულნი იყვნენ ჟურნალისტები, ახალგაზრდული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ახალგაზრდა მეცნიერები, მიზნად ისახავდა საქართველოში ბოლო წლებში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით ჩატარებულ რეფორმებზე ინფორმაციის გავრცელებას |
დაწვრილებით
|
გამოიცა „კავკსიის სამხედრო ელიტის“ მორიგი წიგნი - „ჩრდილოეთკავკასიელი გენერლები და ადმირალები“
ნაშრომში შესულია ბიოგრაფიული ცნობები ჩრდილოეთ კავკასიის ერების წარმომადგენლებზე, რომელთაც მიიღეს გენერლის და ადმირალის სამხედრო წოდებები 1740-1921 წლებში (150 პერსონალია), აგრეთვე სტატისტიკური მონაცემები, დანართები და ფერადი ილუსტრაციები.
|
დაწვრილებით
|
"კავკასიურ სახლში" გაიმართა საჯარო ლექცია
2011 წლის 21-22 ივნისს "კავკასიური სახლის", ევროპული ფონდი "ჰორიზონტისა” და ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს” მიერ ორგანიზებული პროექტის - "კავკასიოლოგიური სახალხო უნივერსიტეტის” ფარგლებში, "კავკასიის ფონდის" პრეზიდენტმა, "კავკასიურ სახლში" წაიკითხა საჯარო ლექციები |
დაწვრილებით
|
ჩერქეზი ხალხის გენოციდის 147-ე წლისთავი
21 მაისს სასტუმრო „ჰოლიდეი ინის“ საკონფერენციო დარბაზში „კავკასიის ფონდის“ ორგანიზებით შედგა ჩერქეზი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი შეხვედრა სახელწოდებით „კავკასიის ისტორიის ტრაგიკული ფურცლები“. |
დაწვრილებით
|