კავკასიელ ხალხთა მუსიკა
"კავკასიის ფონდის", არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი კავკასიის" და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ხალხური მუსიკალური შემოქმედების ლაბორატორიის თანამშრომლობით გამოიცა კომპაქტდისკი, რომელშიც შესულია 105 ხალხური სიმღერა ყარაჩაული, ნოღაური, ჩერქეზული, აბაზური და აფხაზური ფოლკლორიდან. |
დაწვრილებით
|
"კავკასიის ფონდის" პრეზიდენტი საპატიო სიგელით დაჯილდოვდა
ინგუშეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის იუნუს ბექ ევკუროვის 2010 წლის 28 ივნისის ბრძანებით, ჩრდილეთ კავკასიის ხალხების კულტურული ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის "კავკასიის ფონდის" პრეზიდენტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის "კავკასიის ქვეყნებთან სამეცნიერო თანამშრომლობის კომისიის" თანათავმჯდომარე, ბ-ნ გივი ღამბაშიძე დაჯილდოვდა საპატიო სიგელით. |
დაწვრილებით
|
საერთაშორისო კონფერენცია „მუზეუმები და კულტურული ტურიზმი“
2010 წლის 24-27 ივლისს ბათუმში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „მუზეუმები და კულტურული ტურიზმი“. „კავკასიის ფონდთან“ ერთად კონფერენციის ორგანიზატორები და თანადამფინანსებლები იყვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, განათლების და სპორტის სამინისტრო და ICOM-ის ეროვნული კომიტეტი საქართველოში. |
დაწვრილებით
|
ვულოცავთ
"კავკასიის ფონდისა" და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის "კავკასიის ქვეყნებთან სამეცნიერო თანამშრომლობის კომისიის" წარდგენით, 2010 წლის 29 ივნისს, სმეა-ს საერთო კრებამ აირჩია ცნობილი დაღესტნელი მეცნიერი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი ჰაჯი ჰამზათოვი - სმეა-ს უცხოელ წევრად.
|
დაწვრილებით
|
"კავკასიის ფონდის" პრეზიდენტის მოხსენება გორის უნივერსიტეტში
2010 წლის 29 ივნისს გორის უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრში ჩატარდა "კავკასიის ფონდის" პრეზიდენტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის "კავკასიის ქვეყნებთან სამეცნიერო თანამშრომლობის კომისიის" თანათავმჯდომარის, ბ-ნ გივი ღამბაშიძის მოხსენებები |
დაწვრილებით
|
პოეტის ხსოვნისადმი
ცხოვრების მდინარე წაშლის ყველა კვალს ქვიშაზე - უცვლელი რჩება პოეტის სიტყვა. მითქმა-მოთქმები კვდებიან ადამიანებთან ერთად - რჩება პოეტის გული. პოეტის ბედისწერის ბოლო სიტყვა სიმღერაა, ხოლო ბედისწერა - ალალბედზე სიარული. მხოლოდ პოეტებმა, როგორც ღვთისგან ნეტარებმა, იციან ბედისწერის ყველა ბილიკი. |
დაწვრილებით
|
Дорогие мои друзья!
От меня лично и от имени АНО Институт кавказской цивилизации, демократии и гражданского общества “Kavkasion”, интернет-портала “kavkasion.ru”, примите искренние поздравления с Днём независимости Грузии.
|
დაწვრილებით
|
"XIX საუკუნის კავკასიის ისტორიის ფურცლები"
2010 წლის 21 მაისს თბილისში, "კავკასიის ფონდის" ორგანიზებით, გაიმართა ჩერქეზთა ტრაგედიის ხსოვნის საღამო სახელწოდებით "XIX საუკუნის კავკასიის ისტორიის ფურცლები". უდანაშულო მსხვერპლთა მოსახსენებლად, სასტუმრო "თბილისი-მერიოტში" შეიკრიბნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დედაქალაქის სტუმრები, გამოჩენილი მეცნიერები, კულტურის მოღვაწეები, მწერლები, პუბლიცისტები და კავკასიურ დიასპორათა წარმომადგენლები. |
დაწვრილებით
|
ჩეჩენი სტუმრები კავკასიოლოგიის ინსტიტუტში
2010 წლის 11 მარტს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტში ჩეჩენმა მკვლევარმა და საზოგადოებრივი მოძრაობა "კავკასიელ ხალხთა რუსეთის კონგრესის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ედუარდ ხაჩუკაევმა წაიკითხა ლექცია თემაზე - „უძველესი ნახური ცივილიზაცია“. ლექციას ესწრებოდნენ კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელები, ქართველი კავკასიოლოგები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები. |
დაწვრილებით
|
მუსა გეშაევის შემოქმედების საღამო თბილისში
"პოეზია - უპირველეს ყოვლისა!" გალაკტიონის ამ ამაღლებული ფრაზის დასტურად, 2010 წლის 10 მარტს "კავკასიის ფონდისა" და საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში ცნობილი ჩეჩენი პოეტის მუსა გეშაევის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. სამწუხაროდ, კავკასიის უახლესი ისტორია მთლიანადაა დაცხრილული ტყვიებით, სისხლითა და ცრემლითაა გაჟღენთილი. ქვეცნობიერად საშინელ სინონიმებად იქცა "კავკასია" და "ომი". დღევანდელი საღამო კი განსაკუთრებულია... |
დაწვრილებით
|
მოხსენებათა კრებული - "კავკასიის არქეოლოგია, ეთნოლოგია, ფოლკლორისტიკა"
გამოვიდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის "კავკასიის არქეოლოგია, ეთნოლოგია, ფოლკლორისტიკა" მოხსენებათა მოკლე შინაარსების კრებული. |
დაწვრილებით
|
სამეცნიერო კონფერენცია: "კავკასიის ხალხთა მასობრივი გასახლებები XIX-XX საუკუნეებში"
2010 წლის 23 თებერვალს საქართველოს დედაქალაქ თბილისში "კავკასიის ფონდის" ორგანიზებით ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია "კავკასიის ხალხთა მასობრივი გასახლებები XIX-XX საუკუნეებში", რომელიც მიეძღვნა კავკასიის ხალხთა ისტორიაში უმძიმეს ტრაგიკულ მოვლენებს. ეს იყო ახალგაზრდა საქართველოს რესპუბლიკის ოკუპაცია წითელი არმიის მირ, როდესაც 89 წლის წინანდელ თებერვლის დღეებში თბილისის მახლობლად გმირულად დაეცნენ ქალაქის ბოლო დამცველები;ეს იყო 1944 წლის 23 თებერვლის ჩეჩენ-ინგუშთა მასობრივი გასახლება |
დაწვრილებით
|
ხიზრი ამირხანოვი 60 წლისაა
Примите наше искреннее поздравление с юбилеем! От имени Президиумов «Фонда Кавказа» и «Комиссии по научному сотрудничеству со странами Кавказа» хотим пожелать Вам новых достижений в Вашей плодотворной деятельности на ниве археологических и исторических исследований и в общественной деятельности. |
დაწვრილებით
|
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ’’რენე ლაფონი - 110’’
2009 წლის 17-18 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "რენე ლაფონი - 110”, რომელიც მიეძღვნა ფრანგი ენათმეცნიერის, ბასკოლოგის, ქართველოლოგისა და კავკასიოლოგის, საფრანგეთის მხატვრული ლიტერატურის აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ბილბაოს აკადემიის წევრის, ბორდოს უნივერსიტეტის პროფესორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის რენე ლაფონის 110 წლისთავს. |
დაწვრილებით
|
მიმართვა მოძმე ინგუში ხალხისადმი
1992 წლის 31 ოქტომბრის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით "კავკასიის ფონდის" სახელით მიიღეთ ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა.
ვჭირისუფლობთ ყველა დაღუპულსა და მათ ოჯახებს.
უფალმა ნათელში ამყოფოს დაღუპულთა სულები. ამინ!
თქვენთან ერთად ვლოცულობთ, რომ ადამიანთა სისხლიღვრა შეწყდეს ჩვენს საერთო სახლში-კავკასიაში, ხოლო ყოველგვარი უთანხმოება გადაწყდეს მხოლოდ მშვიდობიანი, პოლიტიკური საშუალებებით. |
დაწვრილებით
|
იისა კოაზოი – თბილისის საპატიო მოქალაქე
2009 წლის 25 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე ,,თბილისობის” საიუბილეო 30-ე დღესასწაულისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტზე შედგა თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვება. დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის აღნიშნული ჯილდო გადაეცა ცნობილ ინგუშ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს ბატონ იისა კოაზოის. |
დაწვრილებით
|
ინგუში შემსრულებლები ,,თბილისობის” დღესასწაულზე
25 ოქტომბერს ძველი თბილისის აბანოთუბანში ,,თბილისობის” დღესასწაულის აღსანიშნავად გაიმართა კონცერტი, რომელშიც სხვა ფოლკლორულ ჯგუფებთან და ანსამბლებთან ერთად მონაწილეობდნენ ინგუშეთის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ალაუდინ ესმურზიევი და ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,სუნჯა”. |
დაწვრილებით
|
ცნობილი ინგუში მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ბ-ნი იისა კოაზოის იუბილისა და მისი ლიტერატურული კრებულის "ჯურღმულთან" წარდგენა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში
„კავკასიის ფონდის“ ინიციატივა-ორგანიზებითა და თბილისის მერიის ხელშეწყობით ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში ჩატარდა დიდი ინგუში მწერლის იისა კოაზოის (ჩვენში ისა ქაძოევის სახელითაა ცნობილი) 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამო. ეს იყო ემოციებით, სიცოცხლითა და იმედით აღსავსე დღე, როდესაც საქართველოს კიდევ ერთხელ მიეცა საშუალება გამოეხატა თავისი დამოკიდებულება მონათესავე კავკასიელი ხალხების მიმართ |
დაწვრილებით
|
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “მუზეუმის როლი საზოგადოების განვითარებაში”
ევროპის სხვადასხვა ქვეყნისა და კავკასიის რეგიონის სამუზეუმო საქმის წამყვან სპეციალისტთა მონაწილეობით, 2009 წლის 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე, თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “მუზეუმის როლი საზოგადოების განვითარებაში”.
|
დაწვრილებით
|
ქართველი და ჩეჩენი ალპინისტები მყინვარწვერზე
17 სექტემბერს განხორციელდა ალპინისტური ასვლა აღმოსავლეთ კავკასიონის უმაღალეს მწვერვალ მყინვარწვერზე (5033მ.). ,,კავკასიის ფონდის“ მოწვევით მასში ქართველ ალპინისტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მოყვარულმა ალპინისტებმა ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან. |
დაწვრილებით
|